„ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი პოპულიზმი, არაკომპეტენტურობა და უუნარობა კონკრეტული საგნობრივი დისკუსია გამართულიყო მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ მომავალს და ერთობლივ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძე, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია განიხილეს. ოპოზიციამ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებთან დაკავშირევით გააკრიტიკა.
საპასუხოდ კი ჯანელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ოპოზიცია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი პოპულიზმი, არაკომპეტენტურობა და უუნარობა კონკრეტული საგნობრივი დისკუსია გამართულიყო მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ მომავალს და ერთობლივ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რაც შეეხება წლებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მინდა, საზოგადოებამ არ ჩათვალოს რაღაც პერიოდად ან დიაპაზონად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვიყოთ მზად და ევროკავშირიც იყოს მზად გაფართოებისთვის ჩვენი მიმართულებით, რაც შეიძლება, მალე," - განაცხადა ჯანელიძემ.