„ძალიან უხერხულია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ფაშისტურ ჯგუფებთან დაპირისპირების შეკიხვაზე საპასუხოდ წინა ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობს“. ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, მისი შეკითხვის საპასუხოდ ბოლო დღეებში გამართულ აქციებთან დაკავშირებოთ.
სამადაშვილის კითხვაზე პასუხად ჯანელიძემ წინა ხელისუფლების ქმედებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროპულ ინტეგრაციას სწორედ რუსთაველზე აქციების დარბევა აზიანებდა. მისმა პასუხმა კი ოპოზიციური პარტიის გაღიზიანება გამოიწვია.
„ძალიან უხერხულია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ამ ქვეყანაში მოთარეშე ფაშისტურ ჯგუფებს, რომელებიც ქართული მარშის სახელით რეალურად ახორციელებენ რუსთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე. ამ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით თქვენც, ვერა ქობალიას მოადგილე ბრძანდებოდით. ვერ გვცემთ ამ კითხვაზე პასიხს, რადგან თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.