ვიცე პრემიერის, სს მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „საქართველო ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ სანქციები რომელსაც ის უერთდება უკრაინასთან მისი დამოკიდებულების შესაბამისი გამოხატულებაა.
ეს განცხადება ჯანელიძემ დღეს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, გეგმავს თუ არა საქართველო შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც ევროპამ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს დაუწესა.
პასუხად მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ის სანქციები რაზეც ვართ მიერთებული შესაბამისი გამოხატულებაა ჩვენი დამოკიდებულების და უკრაინასთან აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ ყველა ფორმატში“.
„უკრაინამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, რომელიც დაფიქსირდება აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ რეზოლუციების მიღებისას. არსებობს სრული ურთიერთგაგება ჩვენსა და უკრაინას შორის იმ თანამშრომლობისა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.