გუშინდელი „პოზიტივის ავტორი“ არ არის მხოლოდ შს მინისტრი გიორგი გახარია, არამედ მთელი სახელისუფლებო გუნდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, სტრატეგიის დაგეგმვა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული ყველა ნაბიჯი.
„რა საკვირველია, პოზიტიურად ვაფასებ. ეს არ იყო მხოლოდ გახარიას ქმედება. ამას წინ უძღოდა მოლაპარაკებები, სტრატეგიის დაგეგმვა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული ყველა ნაბიჯი. ასე, რომ სახელისუფლებო გუნდი არის ავტორი, რა პოზიტივიც გუშინ მოხდა. არსებობს რაღაც საკითხები, სადაც შეკითხვები დარჩა და ამ შეკითხვებს სრული პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის უმრავლესობიდან ითხოვს შს მინისტრის მისვლას პარლამენტში და ყველას ექნება საშუალება, დასვას შეკითხვები და პასუხები მიიღოს.