2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას დღეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა პატივი მიაგო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავი სანოკევმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შემაკეს.
"ორი წლის წინ ჩვენ, საქართველოს ოსმა მოსახლეობამ რუსული ტანკების ძალა საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ არიან ჩვენი გმირები, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსთვის თავი გაწირეს. მათ აჩვენეს, როგორ უნდა გიყვარდეს თავისუფლება და აფასებდე სამშობლოს. დღესვე პატივი მივაგეთ იმ მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას, რომელებიც ამ ომის დროს დაიღუპნენ", - განაცხადა სანაკოევმა.
დღესვე მუხათგვერდის სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმაც შეამკეს.