ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, მეორეკლასელ ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს, არასრულწლოვანი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში დახვდათ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში მძღოლმა გადაიყვანა, რომელიც ავარიის დროს საჭეს მართავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.