რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი ამოცანის შესრულება - კავკასიაში საკუთარი ჰეგემონიის აღდგენა, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.
"რეგიონში არასტაბილურ ვითარებას ისიც უწყობს ხელს, რომ 2008 წელს აგვისტოში რუსეთმა მის წინაშე დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. ეს იყო არა მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების შეცვალა და პრორუსული ძალების მოყვანა, რაც თავიდანვე გამორიცხული იყო, რადგანაც მოსკოვს საქართველოში მეხუთე კოლონა არ გაჩნია. ასევე რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი ამოცანის შესრულება - კავკასიაში საკუთარი ჰეგემონიის აღდგენა და გაძლიერება, მეორე - რუსეთმა ვერ შესძლო მიეღწია იმისთვის, რომ დასავლეთს ბოლომდე ეპატიებინა მისთვის ეს აგრესია და ევროპა ამას შეგუებოდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" აგვისტოს ომის ორი წლისთავის შეფასებისას ცინცაძემ.
ექსპერტის განაცხადებით, რეგიონში სტაბილურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ხელშეკრულებას რუსული მხარე ჯერ კიდევ არ ასრულებს, კერძოდ კი საუბარია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.
"ყველას კარგად უნდა გესმეოდეს, რომ საქართველოსა და რუსეთ შორის 12 აგვისტოს ზავი არ დადებულა და ეს იყო "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ხელშეკრულება. მოსკოვმა არ შეასრულა ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი - ეს არის დეოკუპაციის პუნქტი, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმება. ამიტომ სტაბილურობაზე საუბარი გამორიცხულია. ის, რომ ამ პერიოდში ომის საფრთხე აქტუალური არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს სტაბილურობას, ეს არის მყიფე სტაბილურობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთში აფეთქდეს", - განაცხადა ცინცაძე.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მიზანი არ ყოფილა 21-ე საუკუნის ისტორიაში ოკუპანტი სახელმწიფოს სახელით შესულიყო, მაგრამ აგვისტოს ომით მან მეტს ვერ მიაღწია.