ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის არეალი არ გაზრდილა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცნობისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში სამცხე-ჯავახეთის ტყის მცვლებიც მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.