Forbes-ის ქართულმა გამოცემამ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები და ეროვნული ლიგის გუნდები დაასახელა. გამოცემის ცნობით, წინა წლის მსგავსად ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსი სოლომონ კვირკველიას აქვს, რომელიც 5.8 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გამოცემის მეირ მომზადებული რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული ასე გამოიყურება:
- სოლომონ კვირკველია („ლოკომოტივი“, რუსეთი) - 5.8 მლნ ევრო;
- გურამ კაშია(„ვიტესი“, ჰოლანდია) – 2.5 მლნ ევრო;
- ვალერი ყაზაიშვილი(„სან ხოსე ერტვეისი“, აშშ) – 2.5 მლნ ევრო;
- ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) – 2.3 მლნ ევრო;
- გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“ ბელგია) – 1,2 მლნ ევრო;
რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან ყველაზე ძვირადღირებული ქუთაისის "ტორპედოა". მისი ღირებულება 5.5 მილიონი ევროა.