მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომის შედეგები რევიზიას არ ექვემდებარება და შეუქცევადი ხასიათისაა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომს რუსეთის იმიჯისათვის ორმაგი - დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა. "რუსეთმა დაანახა ყველას, რომ მას შეუძლია დარტყმის მიყენება და მას მისცეს კიდეც ამ დარტყმის მიყენების საშუალება და ის რაც მოხდა შეუქცევადია. არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება მანამ ვიდრე რუსეთი ცოცხალია",_ განაცხადა მალაშენკომ და დასძინა, რომ ყოველივე რაც მოხდა უფრო ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე აისახა, ვიდრე მსოფლიო პოლიტიკაზე.
მისივე თქმით, "საქართველო, როგორადაც იგი ამჟამად რუკაზე გამოისახება, მეტი აღარ იარსებებს. ახლა წყდება - რა უფრო მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა თუ განმათავისუფლებელი მოძრაობა", _ აცხადებს მალაშენკო.