2012 წლის 21 მარტიდან ტყის საერთაშორისო დღე ყოველ წელს აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნებს მოუწოდებენ, განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა ხეების გამწვანების კამპანია.
ყოველ წელს 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაახლოებით ინგლისის ფართობის ტოლია. რაც მთავარია, ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში, რომლის შედეგიცაა გლობალური დათბობა.
დღეს, ტყეები მთელი მსოფლიო მიწის 30% -ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს, რომლიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ტყე ამარაგებს მსოფლიო მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ხალხს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით.
სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მეტი დაინტერესება და ინფორმირება მოხდეს ხალხის ტყის მნიშვნელობის შესახებ, რათა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მომავალი თაობებისთვის.