ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თავის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას სექტემბერში გაეროში შეხვედრასა და საერთაშორისო პრობლემებზე მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" ავრცელებს.
"ჩვენ ყოველთვის მივსდევდით ლოგიკისა და დიალოგის პრინციპებს, ვინაიდან ირანელები არასოდეს მიდიოდნენ წინ ხმლით ხელში. ირანული თვის შახრივარის (2010 წლის სექტემბერი) დასრულების შემდეგ მე მივემგზავრები აშშ-ში გაეროს გენერალურ ასსამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან დაკავშირებით, ვთავაზობ ობამას შემხვდეს როგორც მამაკაცი მამაკაცს და ჟურნალისტების თანდასწრებით განვიხილოთ საკითხი თუ რომელ ჩვენთაგანს აქვს უკეთესი გადაწყვეტა მსოფლიო პრობლემებისა", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა.
თუმცა ექსპერტების აზრით, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების რაიმე სახის გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. მათ უფრო, რომ მაისის დასაწყისში აჰმადინეჯადმა განაცხადა: თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად გაქრება. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებობენ "რადიკალები, რომლებიც უბიძგებენ ობამას ირანთან ურთიერთობების გაუარესებისკენ".
შედეგად, ირანისათვის სანქციების დაწესების შემდეგ ვაშინგტონმა დამატებით მიიღო ცალმხრივი შემზღუდველი ზომები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რამაც მდგომარეობა კიდევ უდრო გაართულა.
აღსანიშნავია, რომ ირანი და აშშ უკვე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთმანეთისადმი ნეგატიურ პოლიტიკას ინარჩუნებენ. დიპლომატიური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ 1979 წელს გაწყდა, მაშინ როდესაც რადიკალურად განწყობილმა აიატოლა ხომეინის მომხრეებმა თეირანში არსებული აშშ-ს საელჩოს შენობა შტურმით აიღეს და მძევლად აშშ-ს საელჩოს 52 თანამშრომელი აიყვანეს.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უმცროსი) მმართველობის წლებში (2001-2009 წ.წ.) კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირანში პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჯადი აირჩიეს (2005 წ.) ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ურთიერთობების ვერც ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაუმჯობესდა.