საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული კლდოვანი მასის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალებოდა.