სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოპარულია 2 სასწავლო კომპიუტერი. მათივე ცნობით, მძარცველებმა ინფორმატიკის კაბინეტის გისოსები დაამტვრიეს და ორმაგი ბოქლომი გატეხეს, რის შემდეგადაც კაბინეტში შესვლა და კომპიუტერების მოპარვა მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.