დედოფლისწყაროში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი მწყემსია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მეორე მამაკაცის ვინაობა დადგენილია.