პოლიციის პოლკოვნიკზე, დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული არტემ აგაჯანოვი დაიკითხება. ამის შემდეგ სასამართლო იმ ექსპერტების ჩვენებებს მოისმენს, რომლებმაც აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარეს.
შეგახსენებთ, რომ ბექა კირვალიძეს წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტები, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. არტემ აგაჯანოვს წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი , ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე. ზურაბ ქუთელიას წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.