სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომელიც „რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალებას“ ეხმაურება.
მისივე თქმით, ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.
„სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად!
ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.
„ქოცებო“ ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით“,- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალის გარდაიცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა.
დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა.
შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი თითქმის 200 ადამიანი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.
ამასთან, შიპილოვას ჭირით დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თითქმის არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.