ლიეტუვის პარლამენტმა 6 ოქტომბერს პირველი მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებას მხარი დაუჭირა, რომელიც ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოქმედი აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს.
ცვლილებას 141-წევრიან სეიმში 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს ორი აუცილებელი კენჭისყრიდან პირველი ნაბიჯია.
ლიეტუვამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის, სრულად დააფინანსოს ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები.
ცვლილების საბოლოოდ მისაღებად კიდევ ერთი კენჭისყრაა საჭირო.
აკრძალვის გაუქმებით ლიეტუვა გააუქმებს სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს.
ლიეტუვა ესაზღვრება რუსეთის კალინინგრადის ოლქს და ბელარუსს და ნატო-სა და ევროკავშირის წევრია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ კალინინგრადის ოლქის მიმართ საფრთხის გაჩენის შემთხვევაში რუსეთი მზად არის, სამხედრო არსენალი გამოიყენოს.