შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.
მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ეს ტრაგედია მალე დასრულდეს.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.