ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დღეს განახლდება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება წითელი მანქანის მძღოლი და ასევე #51 სკოლის პედაგოგი. ბრალდების მხარე კიდევ, სავარაუდოდ, რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს, თუმცა დაცვის მხარისთვის მათი ვინაობა უცნობია. სკოლის პედაგოგი ზოგადად ისაუბრებს იმაზე, თუ რა გახადა მისთის ცნობილი. შემთხვევის შემდეგ. წითელი მანაქნის მძღოლმა მოზარდებს შორის კონფლიქტამდე, მანქანა ხორავას ქუჩის #4-ში გააჩერა. შესაბამისად, გარკვეული ფაქტები მისთვის ცნობილია. მან ტერიტორია ინცინდენტის მიმდინარეობის დროს დატოვა. აღნიშნული მოწმე საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაცია ფლობს“ - განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.