თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეების განცხადებით, ხანძარი საკანცელარიო მაღაზიაში გაჩნდა და მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ადგილზე 40-მდე სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ცაბაძის ქუჩაზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე, თუმცა ამ დრომდე მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 00:15 საათზე შევიდა. დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, არა ხანძრის გამო.