მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელმმა დავით ქაცარავამ, ,,რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ვიდეოეთერში განაცხადა, რომ მისთვის სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთია ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი, შემსრულებელი კი ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით აწამა ტანუნაშვილი და შემდეგ საკონტროლო გასროლით მოკლა. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროების მიერ. ჯერჯერობით არ დასტურდება.
მანამდე ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე, ტექნიკური ხასიათის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ოსური მხარის თქმით, ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს და ამის გამო ექპერტიზისთვის მიმართეს რუსეთის ფედერაციას. კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა ექსპერტიზის დროის მაქსიმალურად შემცირება, რაზეც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ პერიოდმა შესაძლოა, რამდენიმე დღე გასტანოს.
სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების განცხადებით, ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას და, მას მერე, რაც მან წინააღმდეგობა გაუწია სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, მის მიმართ ძალა იქნა გამოყენებული. ცხინვალის რეჟიმის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გარდაიცალა გულის მწვავე უკმარისობით.