სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელ სხდომაზე 2017 წლამდე გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი მოისმინეს და შეაჯამეს. მოქმედი თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით აღნიშნული რეკომენდაციები სხვადასხვა დროს იქნა გაჟღერებული და წერილობითაც იქნა მიწოდებული შესაბამისი უწყებებისთვის. რეკომენაციების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
განხორციელდეს არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ დარგებში ლიცენზირების ახალი პირობების მიღება;
➢ექიმთა სერთიფიცირების /რესერთიფიცირების პროცესის გამკაცრება; პროცესში დარგობრიბრივი ასოციაციების როლის გაძლიერება;
საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან;
უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი
მოხდეს სამედიცინო დახმარების პროტოკოლების მუდმივი განახლება და დაიწყოს მათი პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარება;
მოხდეს ექიმთა სპეციალობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესის დასრულება; რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასა დ ფარმაცევტულ სფეროზე;
ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV-100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურადაქტიური საკვები დანამატები;
გადაიხედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმი. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები;
უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი;
ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას ფარმაცევტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები;
მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით , მოხდეს შესაბამის სასწავლო ტრეინინგების ჩატარების ხელშეწყობა. სხდომაზე ასევე ისაუბრეს დარგობრივი ასოციაციების როლის მნიშვნელობაზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.