მმართველი გუნდი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ვეტოს დაძლევას მხარს უმრავლესობის მხოლოდ 4 დეპუტატი არ უჭერს.
,,უმრავლესობის ყველა დეპუტატი მხარს მისცემს ვეტოს დაძლევას, გამონაკლისები შეეხებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც შეეხება სხვა დეპუტატებს ისინი ხმას მისცემენ კანონს,"- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, მაუწყებლის შესახებ კანონისკენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ რომან კაკულია, ლევან კობერიძე გიორგი მოსიძე და თავით ჭიჭინაძეც.შეხვედრის დაწყებამდე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.