საქართველოში 2018-2019 წლებში 34 ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება. აქედან 10 აჭარაში, 3 კახეთში, 2 მცხეთა-მთიანეთში, 1 იმერეთში, 1 გურიაში, 1 სამცხე-ჯავახეთში, დანარჩენი კი თბლისში.
სასტუმრო ბრენდებს შორისაა Marriott Autograph, Stamba, Radisson, Rixos, Hyatt, Ramad, Pulman, Golden Tulip, Babylon Tower, Swissotel, Le Meridien, Interstate Hotels and Resorts, Pulmann Hotels & Resort, Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskh, Ramada Resorts, Metro Sky Tower, Twin Tower და სხვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სასტუმროების გახსნის შედეგად, ქვეყანას 12 165 სასტუმრო ოთახი და 21 995 განთავსების ადგილი (საწოლი) შეემატება.
აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში 48 სასტუმრო გაიხსნა, მთლიანობაში გაჩნდა 3 729 ახალი ოთახი და 8 113 საწოლი ადგილი.
2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 1 958 განთავსების ობიექტია, რომელიც მთლიანობაში 66 078 საწოლზეა გათვლილი.
საქართველოს ობიექტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის, რომელზეც საქართველოში არსებული განთავსების ობიექტების 22% მოდის.
განთავსების ობიექტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი 17.9%-ით, აჭარა - 13,6%.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტებიდან 36%-ი სასტუმროებზე მოდის.