"გარკვეულ მონაკვეთებზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, სამუშაოები კვლავ გრძელდება.ღია ცეცხლია, ქარია და სწრაფად ვრცელდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
არსებული ინფორმაციით, "მიხაილოვის" ყოფილ საავადმყოფოში ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად ხალხის ევაკუაცია, ან ვინმეს დახმარება საჭირო არ გამხდარა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ხანძრის ჩაქრობას ამ მომენტისათვის 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.