ხვალ, დილის საათებში, სინოპტიკოსები თბილისში წვიმას ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში კი ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში იქნება ღამით +3 +8, დღისით +8 +13 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნავარაუდებია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +1 +6, დღისით +7 +12 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, არამდგარადი ამინდი შენარჩუნდება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება ან დაკლება კი არ არის ნავარაუდები.