გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში თელავის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.
ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი