თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფო ოპერის წინ ერთმანეთს ათამდე ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები პირველ კლინიკურ (არამიანცი) საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.