აფხაზეთის სანაპირო ზოლში, აზიური ფაროსანას შემდეგ, ახალი მავნებელი, ე.წ. წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა, რომელიც პალმებს შეესია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მწერი პალმის ტოტებზე კვერცხებს დებს და რამდენიმე დღეში მისგან 5 სმ. სიგრძის ჭუპრები ყალიბდება. ამის შემდეგ მავნებელი ხის განადგურებას იწყებს.
შესწავლილი პალმებიდან 20-ზე მავნებლისგან მიყენებული ზიანი შეიმჩნევა. 12 ხის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.
„აფხაზეთის სანაპირო ზოლში დაახლოებით 10 ათასი პალმის ხე იზრდება, მათი ნაწილების დაკარგვა სერიოზულად იმოქმედებს ჩვენი სანაპიროების სილამაზესა და მიმზიდველობაზე“- წერია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.