დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24-დან 120 საათამდე გაიზრდება, – აღნიშნულ ცვლილებას დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაცია შს მინისტრის მოადგილემ გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართა.
შსს-ს გეგმის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ელექტრონული ბაზის დახვეწა, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა, დაკავებულთა კვების გაუმჯობესება.
ამავე გეგმით საწყის ეტაპზე ექვს მსხვილ იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის არსებული სისტემა ჩანაცვლდება ახლით. ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.