თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძარი, რომელსაც 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა.
მეზობლების ვარაუდით, გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო და შესაძლოა სიგარეტის დაუვარდა, რომელიც შემდეგ აალდა.
შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად სულ დამწვარია 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე 8 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.