დღეს ბერლინალეს სექციაში Panorama შედგება თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი" მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.
"ჰორიზონტი" თინათინ ყაჯრიშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მისი პირველი ფილმი „პატარძლები“ არაერთი პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის არის სარაევოს მე-20 კინოფესტივალი, რომელზეც კინოსურათმა ორი პრიზი მიიღო.
„ჰორიზონტი“ — ეს არის დრამატული ისტორია ერთი ქართველი ქალისა და მისი ოჯახის რთულ ცხოვრებაზე და ასევე იმაზე, როგორ შეიძლება გამოეცალოს ადამიანს საყრდენი საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ. საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციით შექმნილ ფილმში მონაწილეობენ ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოქროშიძე.