ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა საზეიმოდ, წითელ ფერში განათდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"თბილისის მერია ჩინურ, იგივე მთვარის ახალ წელს პირველად უერთდება.
დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი, 16 თებერვლიდან 2 მარტამდე აღინიშნება.
დედაქალაქის მერია ჩინელ ხალხს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს დღესასწაულს ულოცავს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.