ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 40-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა საჯდომის არეში აქვს მიყენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.