გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს.
„გათავისუფლებულ იქნას გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან, საკუთარი სურვილით“, - ნათქვამია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
აღნიშნულ თანამდებობას გია გეწაძე 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა.