"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს დაევალა, რომ იბერიისა და TV პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელსმის მიერ, თეა წულუკიანის მიმართ გაკეთებული განცხადებები იყო ცილისწამება.
"ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ)", - წერს წულუკიანი. ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა.
უწყების ცნობით, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა იყო შეძენილი ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა.
შალვა ნათელაშვილის განცხადება რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ჩაითვალა ცილისწამებად.
ამავე თემაზე: თეა წულუკიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის გვიჩივლა - შალვა ნათელაშვილი