ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაგნოლიას კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს.
მაცხოვრებლების ინფორმაციით, სახლები, სავარაუდოდ, კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა გაძარცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დააკავშირებით სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.