აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მანუჩარ კაციტაძე დაინიშნა.
მანამდე, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლევან მაისურაძე იყო, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცნობისთვის, მანუჩარ კაციტაძე თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.