დღეს, 14 თებერვალს დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. გახსნამდე დასრულებული სამუშაოები აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად მოინახულა.
კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება.
კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.