აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2018 წლის სასწავლო წლის გეგმის შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო. apsnypress-ის ინფორმაციით, წვრთნებში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მეთაურები და მათი მოადგილეები არიან ჩართულნი.
,,განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ოცეულების მეთაურების გადამზადებას ექცევა. ისინი მეთოდური, ტექნიკური და ფიზიკური მიმართულებით გადიან გადამზადებას.წვრთნები ხუთ პოლიგონზე მიმდინარეობს სასწავლო ღონისძიებებში გამოყენებულია БТР-82-ის ტიპის ჯავშანტრასპორტიორები, Т-72Б3-ის ტიპის ტანკები, Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Оса-АКМ-ისა და Стрела-10-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები“ - წერენ აფხაზურ მედიაში.