საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ 50 წლის გენადი ბესტაევს ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი 7 თებერვალს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპირებულ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს.
ცხინვალის რეჟიმი განმარტავს, რომ ვინაიდან ის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენჯერმე იყო დაკავებული, ამ ბრალდებით 9 თებერვალს ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ ჯარიმის ნაცვლად მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.