პირველ ეტაპზე მოხდება ტაქსების რეგისტრირება, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია,- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ტაქსების რეგულაციის მხრივ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება.
,,დღეის მდგომარეობით, არანაირი კვლევა არ არსებობს და არანაირი ციფრი არ არის, თუ რა რაოდენობის ტაქსი დადის დედაქალაქში. შესაბამისად, ამის რეგისტრირება არის აუცილებელი. შემდეგი ეტაპი გულისხმობს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შემოვა რეგულაციები, რომლებიც აუცილებლია, რათა მოწესრიგებული იყოს ტაქსი, ტაქსით მგზავრობა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არის. არ მგონია, სამუშაო ადგილები შემცირდეს. ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს, შესაბამისად მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა, ოღონდ იქნება რეგულაციები. სხვანაირად შეუძლებელია. ყველაფერი იქნება მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალის მერის მოადგილემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.