გორის რაიონში 3 ახალგაზრდა, 1 გოგო და 2 ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები გორის რაიონის სოფელ ბროწლეთში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასულები. ისინი სოფლიდან საბანაოდ მდინარე პატარა ლიახვზე გაემგზავრნენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ამ დროისთვის, დაღუპულების ვინაობა დადგენილი არ არის, ცნობილია, მხოლოდ მათი სავარაუდო ასაკი - 19-20 წელი. დაღუპულებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ ერთი ახალგზრდა გოგონაც იმყოფებოდა, რომელიც ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ძლიერმა დინებამ გოგონა გაიტაცა, ორი ბიჭი კი მის გადარჩენას ცდილობდნენ.
გარდაცვლილების ცხედრები მდინარიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ამოიყვანა. ცხედრები გორის პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს დაღუპულების ვინაობების დადგენა.