ინგლისში ლონდონის სიტის აეროპორტი ასაფრენ ზოლთან ახლოს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო დაიხურა.
სიტის აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა, მგზავრებს კი მოსთხოვეს აეროპორტში არ მისულიყვნენ.
სიტის აეროპორტზე გამავალი მეტროს მოძრაობაც შეჩერდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას მუშებმა, რომლებმაც ბომბი აღმოაჩინეს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ბომბის გარშემო 214 მეტრი რადიუსის უსაფრთხოების ზოლი გაკეთდა.
აეროპორტში მისულმა სამეფო ფლოტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი ნივთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბია.
აეროპორტის სამმართველოს წარმომადგენლების განცხადებით, პოლიცია, ფლოტი და ნიუჰემის მერია ერთად მუშაობს ბომბის უსაფრთხოდ გაუვნებელყოფისათვის.
ბომბი, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მდებარე მეფე ჯორჯ მეხუთის სახელობის ნავმისადგომზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს იქნა აღმოჩენილი.
ლონდონის ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე სიტის აეროპორტი 1987 წელში ყოფილი ნავმისადგომის ზონის გადაკეთებით აიგო.
სიტის აეროპორტი ლონდონის ექვს საერთაშორისო აეროპორტს შორის ყველაზე მეტი მგზავრთა მიმოსვლის მქონე აეროპორტია.