აფგან მუხთარლი ჩვენ ქვეყანას უღირსად მოექცა, ამიტომ მისი ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს, - იმ ქვეყანას, რომელმაც ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიფარა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რასაც აფგან მუხთარლი ამბობს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია.
,,არსებობს რაიმე დამასაბუთებელი იმისა, რასაც მოტაცების თაობაზე აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ამბობებ?! ასეთი რამ არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ჩვენ თავის დროზე სათანადო კრიტიკული პასუხი რომ არ გავეცით, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრს მისწვდნენ. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ. ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ის უღირსად მოექცა საქართველოს - იმ ქვეყანას, რომელმაც ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიფარა. ის არავის შეუწუხებია და ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ნამდვილად არ დაუმსახურებია ქვეყანას ის, რომ ასეთი ბინძური კამპანია აწარმოოს ციხიდან საქართველოსა და მისი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მესმის, რომ გამოძიება ისე ვერ განვითარდა, რომ არაფერი ხელში არა გვაქვს, მაგრამ როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობა არ არსებობს და არ არის დადასტურებული, ასე საუბარი არ შეიძლება!“ - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გავაგრძელო, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ,,კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ის თბილისში კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩამულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი გატაცების ბრძანება კი, პირადად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა.