თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.