ქუთაისის რაგბის სტადიონზე, საქართველოს დროშა, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გოგი წულაიამ აღმართა. ამის შესახებ გადაწყევეტილება საქართველოს რაგბის კავშირში მიიღეს, სადაც აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი წულაიას ცნობილი ფრაზა – „დროშა ვერ დაკიდენ” გახდა, რომელიც მან რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკეთა. მაშინ რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე დროშას შორის საქართველოს დროშა მოცულობით გაცილებით პატარა იყო.
რაგბის კავშირმა წულაიას საჩუქრად მაისური გადასცა, რომელზეც ყველა მორაგბის ხელმოწერაა.
ხვალ, რაგბში ერთმანეთს საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ქუთაისში, 14:00 საათზე დაიწყება.