ამერიკულმა კომპანიამ "ExxonMobil" 2017 წლის შედეგებით 2,7 მილიარდი ბარელი სანავთობო ექვივალენტით გაზარდა ნავთობისა და გაზის დამტკიცებული მარაგები 21,2 მილიარდ ბარელამდე. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიამ შეავსო ნავთობისა და გაზის მსოფლიო მარაგები 183%-ით, რაც საუკეთესო შედეგია 2010 წლიდან.
დამტკიცებული მარაგების მოპოვების მიმდინარე ოდენობა საკმარისი იქნება 14 წელი.
2017 წელს მარაგების ზრდამ შეადგინა 9,8 მილიარდი ბარელი ახალი აქტივების მიერთების ხარჯზე.