ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ქართველი სინოლოგებისათვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღებას გამართავს. ღონისძიება 9 თებერვალს, 19:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში შედგება.
მიღებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
„გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაზრდა და ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება.